ჩემი კოლეგების ბლოგები

samedi 20 avril 2013


საქართველოს  ღირსშესანიშნაობები

mercredi 17 avril 2013

1.პროექტის  სახელწოდება:  ჩვენ  გავიცნობთ  საქართველოს      
2.პროექტის  მთავარი  იდეა:  მოსწავლეები    ფოტოებზე  აღბეჭდავენ  და/ან  მოიძიებენ საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეების      ღირსშესანიშნაობებს,   ქმნიან  და  წარადგენენ  ბროშურებს  და/ან  ვიდეოპრეზენტაციებს
3.პროექტის  აქტუალობა:  მიზანმიმართულად  გამოიყენებენ  თემატურ   ლექსიკას,  ერთმანეთს   გააცნობენ  საქართველოს  სხვადასხვა   კუთხეებს.
4.პროექტის  მიზნები:      გაეცნობიან  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეში   არსებულ  ღირსშესანიშნაობებს,  შექმნიან  ბროშურებს.
შედეგები:
უცხ.ს.III.12. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (ცნობარის, ანოტაციის, დაიჯესტის და სხვა) შედგენა.
უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
უცხ..III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

5.მონაწილეთა  ასაკი:15-16   წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:  2013  წლის   ივნისიდან   2013   წლის   ოქტომბრამდე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შიქმნას:  ტურისტული ბროშურები
8.პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  კომპიუტერი,  ფოტოაპარატი,ბროშურის  შექმნისთვის  საჭირო  ინვენტარი(ფოტოები,  წებო,   მარკერები, კალამი...)
9.პროექტის   მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):1.  მასწავლებელი   მოსწავლეთა უშუალო  აქტიურობით  არჩევს  პროექტის   თემას
2.მოსწავლეები  ჯგუფდებიან  იმის  მიხედვით,  თუ  ვინ  რომელ  კუთხეს  იცნობს  უკეთესად
3. ჯგუფები  ირჩევენ  ლიდერებს,    სახავენ  სამოქმედო   გეგმებს
4.   ჯგუფებში  გადახედავენ  მოგროვებულ  ინფორმაციას,  დაახარისხებენ,  ქმნიან  ბუკლეტებს
  შეფასება:


კომპონენრები/შკალა
1,2,3
4,5
6,7
8,9,10
ბროშურის  გარეგნული   მხარე
ღარიბია,  გამოიყურება  არადამაკმაყოფილებლად
მოსწავლეებს  გამოუყენებიათ  ფოტოები,  თუმცა  არაორგანიზებულად
ბროშურა  დამაკმაყოფილებელია,  თუმცა  არა  სრულყოფილი
ბროშურა  სრულყოფილია
ინფორმაციის  ორგანიზება
ინფორმაცია  არაორგანიზებულია
ინფორმაცია  არასრულადაა  ორგანიზებული
ინფორმაცია   ორგანიზებულია,  მაგრამ  არასრულყოფილად
ინფორმაცია  შესანიშნავადაა  ორგანიზებული
წერითი  სამუშაო
ნაწერი  მწირია  და  უამრავი  შეცდომით
ნაწერში  ბევრი  შეცდომაა
ნაწერი  სრულყოფილია,  თუმცა  ზოგგან  არის  შეცდომები
წერითი  სამუშაო  სრულყოფილი  და  უშეცდომოა
პრეზენტაცია,  ზეპირმეტყველება
მოსწავლე  ვერ  ახერხებს  ინფორმაციის  წარდგენას
მოსწავლე  საუბრობს  უამრავი  შეცდომით
მოსწავლე  საუბრობს  გაბმულად,  შეცდომებით
მოსწავლე  საუბრობს  გაბმულად,  უშეცდომოდ



10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: ფრანგული  ენა,    ისტ
11.პროექტის  ხელმძღვანელი: ნონა ბეროშვილი
12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: nonaberoshvili@yahoo.fr     nonia1975@gmail.com
13.პროექტის  ვებ-გვერდი:nonaberoshvili.blogspot.com


                                        ფოტოები










ვიდეოპრეზენტაცია–"სამეგრელო"


მოსწავლეთა  ნამუშევრები